მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$30-მილიონიანი ინტერვენციის შედეგად, ლარი დოლართან 0.69 თეთრით გამყარდა

5f8d8ff159330
შოთა ტყეშელაშვილი
19.10.20 17:04
1815
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს $30 მილიონის მოცულობის სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. შედეგად, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 0.69 თეთრით შემცირდა და ის ამჟამად 3.2117 ლარი ღირს. 

დოლარისგან განსხვავებით, ლარი ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.35 თეთრი შეადგინა და ის 3.7763 ლარი ღირს. გირვანქა სტერლინგთან კი ლარი 0.29 თეთრით გამყარდა. ამჟამად ერთი ფუნტი 4.1678 ლარი ღირს. 

შეგახსენებთ: ეროვნულმა ბანკმა COVID-19-ის ეკონომიკური შოკის დაწყების შემდეგ, ჯამში, სავალუტო აუქციონების გზით, $530 მილიონი დოლარი გაყიდა.