მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

334 000-ზე მეტი აცრილიდან ვაქცინაციის შემდგომ არასასურველი რეაქცია 0.2%-ს განუვითარდა - NCDC

60fa658f24618
ინგა მურუსიძე
23.07.21 20:25
860
საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით იმუნიზაცია დაიწყო. დღეის მდგომარეობით აცრა ოთხი ვაქცინით მიმდინარეობს: „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სწორედ იმუნიზაციის დაწყებიდან 15 ივლისამდე პერიოდში საქართველოში Covid-ვაქცინაციის მიმდინარეობის შესახებ კვლევას აქვეყნებს:

სხვა საკითხებთან ერთად კვლევა მოიცავს გართულებების სტატისტიკას, რომელიც ვაქცინაციას მოყვა.

როგორც კვლევაში წერია, ნებისმიერ მიმართვას იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტი სწავლობს, რომელიც კვირაში ერთხელ იკრიბება და მიზეზ-შედეგობრიობას აფასებს ვაქცინაციას და გამოვლენილ სიმპტომებს შორის.

NCDC-ს კვლევის თანახმად, 15 ივლისის მდგომარეობით, იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნულმა კომიტეტმა სულ განიხილა 56 შემთხვევა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადგენად, საიდანაც 32 - იმუნიზაციასთან მიზეზობრივ კავშირთან თავსებადია. ხოლო 18 - არათავსებადი. 5 შემთხვევა კლასიფიცირდა როგორც გაურკვეველი. 1 შემთხვევის განხილვა შეჩერებულია, კომიტეტში დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენამდე.

„საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან 15 ივლისამდე, ადმინისტრირებული დოზების საერთო რაოდენობაში (334 133) იშგამ-ი [იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენა] აღირიცხა 0.2%-ში. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, იმუნიზაციის შემდგომი გართულებებით მიმდინარე შემთხვევათა გამოვლენა უმეტესად ხანდაზმულ მოსახლეობაშია.

670 შემთხვევიდან სერიოზულად მიჩნეულია 101 შემთხვევა (ჯამურად ჩატარებული აცრების საერთო რაოდენობის 0,03 %), აქედან 90 პაციენტი იყო ჰოსპიტალიზირებული: 25-მა გაიარა სტაციონარული მკურნალობა, ხოლო 65-მა - ამბულატორიული“, - ნათქვამია NCDC-ს კვლევაში.

COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული გვერდითი მოვლენები ასე გამოიყურება: