21.ოქტომბერი .2020 14:35

4 ფაქტორი, რომელსაც ბიზნესი მთავარ ხელისშემშლელად ასახელებს

4 ფაქტორი, რომელსაც ბიზნესი მთავარ ხელისშემშლელად ასახელებს
views 359
უკან

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) აქვეყნებს მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომელიც ქვეყნის უმსხვილესი ბიზნესების განწყობას ასახავს.

2020 წლის III კვარტალში, ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მეტად ხელის შემშლელად კერძო სექტორი შემდეგ 4 ფაქტორს ასახელებს:

1) პროდუქციასა თუ მომსახურებაზე მოთხოვნის სიმცირე;
2) სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები;
3) სპეციალისტების ნაკლებობა;
4) შეზღუდული ფინანსური რესურსები.

"აღსანიშნავია, რომ პრობლემათა შორის პირველ ადგილზე მოთხოვნის სიმცირეა დასახელებული, რაც გამოკითხულთა 68%-ს აწუხებს, ხოლო მეორე ადგილს სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები იკავებს 48%-ით.

შედარებისთვის, მოთხოვნის სიმცირე გამოკითხულთა მხოლოდ 16%-მა დაასახელა საქმიანობის შემაფერხებელ ფაქტორად 2019 წლის ბოლოს ჩატარებულ კვლევაში, ხოლო 2020 წლის მარტის ანუ პანდემიის დაწყების შემდეგ, ეს ფაქტორი უმთავრეს პრობლემად იქცა.

2020 წლის III კვარტალში, გამოკითხული BAG-ის წევრთაგან უმეტესობამ (რომლებმაც სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები დაასახელეს მათი ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელად) მარეგულირებელი გარემო დაასახელა ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად, რის გამოც სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები ხელს უშლის მათ ბიზნესსაქმიანობას, თუმცა არანაკლებ საყურადღებოა სასამართლო სისტემა, რომელიც, ასევე, მნიშვნელოვან ხელის შემშლელ ფაქტორად დასახელდა", - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა