მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 თებერვალს ქვეყანაში სულ 4 224 აცრა ჩატარდა - Covid-ვაქცინაციის გეოგრაფია

61fe2e6a3d128
ვიქტორია მღებრიშვილი
05.02.22 12:17
523
საქართველოში 5 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ჩატარებულია 2 747 141 აცრა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, დღემდე ჩატარებული აცრებიდან მინიმუმ 1 დოზით 1 339 345 ადამიანია ვაქცინირებულია, რაც 18 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის 46.6%-ია; სრულად 1 226 339 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 42.7% აცრილი; ბუსტერ დოზით კი 179 070 პირია აცრილი.

რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს, 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 948 (2.23%), სრულად კი 2 826 (1.59%) პირი; 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით 12 465 (15.37%), სრულად კი 10 895 (13.44%) მოზარდია აცრილი.

NCDC-ის ინფორმაციით, 4 თებერვალს ქვეყანაში სულ 4 224 აცრა ჩატარდა. რეგიონების მიხედვით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აქტივობის სურათი კი ასეთია: თბილისი - 1 624; იმერეთი - 578; აჭარა - 457; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 405; ქვემო ქართლი - 262; გურია - 255; კახეთ - 236; შიდა ქართლი - 151; სამცხე-ჯავახეთი - 111; მცხეთა-მთიანეთი - 108; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 37.

შეგახსენებთ: ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის გამოვლენის მიზნით ჩატარდა 76 205 კვლევა ტესტით, რომლის შედეგად ინფიცირების 23 134 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა - 17 594 პირი, გარდაიცვალა - 33.