მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

45 საზოგადოებრივი კვების ობიექტში დარღვევები გამოვლინდა

5dcd1ab0271bb
BM.GE
14.11.19 13:09
1010
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მიმდინარე წლის ოქტომბერსა და ნოემბერში 976 დოკუმენტური შემოწმება და 229 ინსპექტირება განახორციელეს.

როგორც სეს–ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, 45 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

„მათ შორის განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა და დარღვევები გამოვლინდა ქვემო ქართლის, აჭარის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის ბავშვთა სკოლა-პანსიონების კვების ბლოკებში. კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა სააგენტოს მიერ გაურკვევლი წარმომავლობის ხორცისა და ვადაგასული სურსათის განთავსების ფაქტებთან დაკავშირებით, კერძოდ, სურსათი დაილუქა და მის განადგურებაზე ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

ბიზნესოპერატორებს, რომლებმაც სააგენტოს სპეციალისტების მიერ მიცემული მითითებები გაითვალისწინეს, საწარმოო პროცესი უკვე აღუდგათ“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.