მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვმუშაობთ იმ პროცედურების გასავლელად, რაც რძის ნაწარმის EU-ში გატანისთვისაა საჭირო - სეს-ი

64c25b2aaff1b
მარიამ იზორია
27.07.23 15:54
928
"აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმ პროცედურების და ეტაპების გასავლელად, რაც ევროპის ბაზარზე შესვლისთვის აუცილებელია", - ამის შესახებ bm.ge-ს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

BM.GE აღნიშნული საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო გამოცემა Euronews-მა ქართული ყველის წარმოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე სტატია გამოაქვეყნა.

ამჟამად, ევროკავშირის ბაზარზე ხორცპროდუქტების და რძის ნაწარმის, მათ შორის, ყველის ექსპორტი არ ხორციელდება. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, როგორც სურსათის უვნებლობის, ასევე ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით იმ პროცედურების და ეტაპების გასავლელად, რაც ევროპის ბაზარზე შესვლისთვის აუცილებელია.

"2015 წლიდან სავალდებულოა საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო სისტემების (HACCP) დანერგვა სასაკლაოებსა და რძის გადამამუშავებელ წარმოებებში; სახელმწიფო კონტროლის პროგრამაში პრიორიტეტულ მიმართულებად არის მიჩნეული ხორცის და რძის ნაწარმის შემოწმებები და გაზრდილია მათი ჯერადობა; მიმდინარეობს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესი; ცხოველთა დაავადებების პრევენცია და კონტროლი და ა.შ” - აცხადებენ სეს-ში.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, DCFTA-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით, 2015-2022 წლებში, მიღებული და დაახლოებულია 183 ნორმატიული აქტი. 2023 წელს დაგეგმილია 20 საკანონმდებლო აქტის დაახლოება, საიდანაც 5 უკვე განხორციელდა. აღნიშნული პროცედურების გავლა ერთ-ერთი წინაპირობაა იმისათვის რომ სამომავლოდ ქართული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე შევიდეს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში ქართული ცხოველური პროდუქტის ექსპორტზე დაშვება ეტაპობრივად ხორციელდება.

სეს-ის განმარტებით, ევროკომისიამ საქართველოს უვნებლობის კონტროლის სისტემა დადებითად არაერთხელ შეაფასა. ამ დროისთვის ევროკავშირის ბაზარზე ნებადართულია არაერთი ცხოველური წარმოშობის სურსათი. ესენია:

-ქართული თაფლის ექსპორტი - 2016 წლიდან
-შავი ზღვის ქაფშიის ექსპორტი -2017 წლიდან
-შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) საკვების ექსპორტი 2020 წლიდან
-ლოკოკინების ექსპორტი - 2021 წლიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები