მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4Hospitals-მა მასშტაბური პროექტი განახორციელა სამედიცინო ავეჯის მიმართულებით

6136244ef195d
BM.GE
06.09.21 15:49
2652
კომპანია 4Hospitals-მა, რომელიც წარმოადგენს სამედიცინო პროდუქციისა და სერვისების პროვაიდერს საქართველოში, ერთ-ერთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა ქალაქ ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოსთან. თანამშრომლობა შედგა კლინიკის მიერ გამოცხადებული სამედიცინო ინვენტარისა და აპარატურის შესყიდვის ტენდერის ფარგლებში.

4Hospitals დაარსდა 2014 წელს და მას შემდეგ ახორციელებს საერთაშორისო გლობალური ბრენდების სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას 100-ზე მეტი კლინიკისთვის. კომპანიის პროდუქციის ჩამონათვალში სამედიცინო პროდუქტების რაოდენობა უკვე 1500-ს აღემატება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ქირურგია, ტრავმატოლოგია/ორთოპედია, კარდიოლოგია/ინტერვენცია, ლაბორატორია, სამედიცინო ერთჯერადი სახარჯი მასალა და ა.შ.

კომპანია მუდმივად უზრუნველყოფს პროდუქტების პორტფელის ზრდას და მრავალფეროვნებას. გასული წლის ბოლოს 4Hospitals-მა ახალი საპროდუქტე ხაზი დაამატა, კერძოდ - ჰოსპიტალური ავეჯი, რომელშიც შედის ამბულატორიული სამედიცინო ავეჯი, ემერჯენსის და საოპერაციო აღჭურვილობა, პაციენტის საწოლები და სხვა. ექსკლუზიური პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა სამედიცინო ინვენტარის მწარმოებელ თურქულ კომპანია Lupus Medical-თან, პოლონურ კომპანია Famed-თან, ასევე სამედიცინო ავეჯის მწარმოებელ სხვა კომპანიებთანაც, რათა ამ მიმართულებით საპროდუქტე ხაზი დაკომპლექტებული ყოფილიყო სრული ასორტიმენტით და უზრუნველეყო კლინიკებისთვის საჭირო და მოთხოვნადი პროდუქციის შეთავაზება მათთვის შესაბამისი ფასისა და ხარისხის ფარგლებში. ჰოსპიტალური ავეჯის ჩამონათვალშია როგორც უჟანგავი ფოლადის, ასევე ელექტროსტატიკური საღებავით დაფარული სამედიცინო ინვენტარი.

რაც შეეხება უშუალოდ ქალაქ ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოსთან თანამშრომლობას, პროექტის ფარგლებში 4Hospitals-ის მიერ მიწოდებული და დამონტაჟებული იქნა 500 ერთეულამდე სამედიცინო ინვენტარი, რაზეც უფრო ვრცლად ისაუბრებს 4Hospitals-ის კომერციული მენეჯერი - გიგა კოხრეიძე:

"4Hospitals-ის გამოჩენა ჰოსპიტალური ავეჯის სექტორში ნამდვილად თვალსაჩინო იყო. გამორჩეული იმით, რომ უმოკლეს ვადებში დამუშავდა მასშტაბური ტენდერი, რომელიც გამოაცხადა ქ. ბათუმის რესპუბლიკურმა კლინიკურმა საავადმყოფომ. იგი საჭიროებდა თანამედროვე და ხარისხზე ორიენტირებულ აღჭურვას.

კლინიკის მოთხოვნები მრავალფეროვანი იყო - ძირითადი ნაწილი მოიცავდა მრავალი სახეობის უმაღლესი სინჯის (304-316 სტანდარტის) უჟანგავი ფოლადის სამედიცინო ინვენტარს, როგორიცაა საოპერაციო ექთნის მაგიდები, მეიოს მაგიდები, საოპერაციო ინსტრუმენტების მაგიდები, ნარჩენების ურიკები, ქირურგიული აპარატურის, ქირურგიული ნარჩენების მაგიდები, საინფუზიო სადგამები (შტატივები), ქირურგიული კარადები და ე.წ. სტელაჟები, ბახილების სათავსოები და სხვა. ხარისხთან ერთად, უმნიშვნელოვანესია, დაცული ყოფილიყო მოთხოვნილი ზომების სიზუსტე.

ზემოთ ხსენებულის გარდა, მოთხოვნილი იყო მაღალი ხარისხის სხვა სამედიცინო ავეჯიც: პულტით მართვადი გინეკოლოგიური გასასინჯი სავარძლები, ელექტრომართვადი სამანიპულაციო მაგიდები და ტრავმატოლოგიური შესახვევი მაგიდები, გასასინჯი ტახტები ე.წ. ტაფჩანი, ქირურგიული სკამები, სამედიცინო შირმები და სხვა.

გარდა იმისა, რომ კლინიკის ტენდერულ შესყიდვაში ხარისხისა და ფასის საუკეთესო შეთავაზება 4Hospitals-ს ეკუთვნოდა, მან ასევე დააკმაყოფილა მიწოდების ვადებიც და უმოკლეს დროში კლინიკა სრულად აღჭურვა სამედიცინო ინვენტარით, ამავდროულად, შესთავაზა საუკეთესო საგარანტიო პირობები.”

აღნიშნულ პროექტზე მუშაობა ნამდვილად დიდი გამოწვევა იყო 4Hospitals-ის გუნდისთვის, თუმცა მათ ეს შეძლეს პროფესიონალიზმით, დეტალებზე ორიენტირებულობითა და პროცესის ყველა რგოლის ეფექტური მართვით. დღესდღეიობით კი ამ მიმართულებით 30-ზე მეტ კლინიკასთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ დაგროვებული და მათი ზრდა და წინსვლა ისეთ დარგში, რასაც ჰოსპიტალური ავეჯის მიმართულება ჰქვია, გრძელდება.


(NS)