მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალბათ სჯობდა, DRG-ზე გადასვლამდე კლინიკებისთვის საკმარისი დრო მიგვეცა - აკაკი ზოიძე

63ee4c4f5bfc4
ელენე გოგბერაშვილი
19.02.23 09:12
745
„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, მაგრამ კარგი იქნებოდა კლინიკებს უფრო მეტი მომზადების საშუალება ჰქონოდათ, რადგან თავისი მასშტაბით DRG ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა“ - ამის შესახებ გადაცემა რედაქტ2-ში ჯანდაცვის სპეციალისტმა აკაკი ზოიძემ განაცხადა.

2023 წლის 1-ელი იანვრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების სისტემა შეიცვალა. მანამდე, კლინიკებს ორთვიანი ვადა ჰქონდათ ახალ სისტემაზე გადასვლისთვის მომზადებულიყვნენ. DRG-ის, იგივე დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების მოდელით, სახელმწიფოს მხრიდან კლინიკის ანაზღაურების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი და სხვა რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის ეს შეიძლება იყოს ასაკი, სქესი, გეოგრაფიული ლოკაცია და სხვა.

ზოიძე ამბობს, რომ სხვა ქვეყნებს ამ სისტემაზე გადაწყობისთვის რამდენიმე წელი დასჭირდათ, ამიტომ კარგი იქნებოდა სამედიცინო დაწესებულებებს ერთი წელი მაინც ჰქონოდათ ახალ სისტემაზე გადასვლისთვის.

„ეს რეფორმა ეხება ყველა მიმწოდებელს, ყველა მოქალაქეს, რომელიც იყენებს საავადმყოფოს მომსახურებას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ძალიან კარგად მოგვემზადებინა ან დრო მიგვეცა კლინიკებისთვის...

მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლიდან პერიოდულად ცხადდებოდა, რომ რამდენიმე თვეში, წელში უნდა გადავსულიყავით DRG-ზე, დაახლოებით ისე მოგვივიდა, როგორ მგელის და ბიჭის ისტორიაა: მგელი მოდის, მგელი მოდისო და ბოლოს მართლა მოვიდა. უკვე აღარავის აღას სჯეროდა, რომ ამ სისტემის დანერგვა მოხდებოდა ასეთ მოკლე, შემჭიდროვებულ დროში....

დიდ ქვეყნებში 2-3 წელი მინიმუმ სჭირდება ასეთ სისტემაზე გადასვლას, ჩვენთანაც კარგი იქნებოდა მინიმუმ 1 წელიწადი მიგვეცა კლინიკებისთვის. 2 თვე მივეცით, 2 თვე საკმარისი არ არის",-აცხადებს აკაკი ზოიძე და მეორე მხრივ კერძო სექტორს საყვედურობს, რატომ არ გამოიყენეს აქამდე არსებული პერიოდი მოსამზადებლად.

„დიდ ქსელებს წესით, კერძო დაწესებულებებს უნდა ჰქონოდათ იმის საშუალება მომზადებულიყვნენ, გადაწყობილიყვნენ ამ სისტემაზე, რადგან ეს არ არის ახალი ველოსიპედი. საქართველოში გარკვეული გათვლები, იგივე ბაზისურ ტარიფთან მიმართებაში ჩვენთვის უნიკალური კონტექსტიდან გამომდინარეობს, მაგრამ თვითონ პრინციპი, ანაზღაურების სისტემა ხელმისაწვდომი იყო. ფინანსური მენეჯერების მომზადებას არაფერი არ უნდოდა, ამ კუთხით შესაძლებელი იყო ინვესტიცია განეხორციელებინათ და ამ სისტემას გაცნობილიყვნენ“,-ამბობს აკაკი ზოიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები