16.სექტემბერი .2019 19:11

6-12 სექტემბერს რუხში, ჯიხაშკარსა და ფახულანში 19,280 ღერი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

views 136
უკან

6-12 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში, ჯიხაშკარსა და წალენჯიხის რაიონ სოფელ ფახულანში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ჯამში 19,280 ღერი სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.