მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბაჟოზე 43 460 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

648186f8e080b
BM.GE
08.06.23 12:51
362
საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფი" კანონდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 43 460,34 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა: 451,89 გრამი) აღმოაჩინეს.

კანონდამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო კანონდამრღვევ საქართველოს მოქალაქეს, 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 7573,59 ლარის ოდენობით შეეფარდა", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები