მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

80 ათასამდე სხვადასხვა სახის კონსულტაცია 3 თვეში

5ea73765155a6
BM.GE
28.04.20 08:30
680
აღსრულების ეროვნული ბიურო 2020 წლის 3 თვის განმავლობაში მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს.

2020 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებამ 74 708 სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია მოქალაქეებს. მათ შორის:

შემოვიდა და კონსულტაცია გაეწია 65 340 მოქალაქის სატელეფონო ზარს,

პირდაპირი კონსულტაცია გაეწია 8 329 მოქალაქეს;

პასუხი გაეცა ელექტრონული ფოსტით მიღებულ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან 1 039 შეკითხვას.
აღსრულების ეროვნული ბიურო მზად არის, სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს სააღსრულებო წარმოების ნებისმიერ მხარეს, დაიცვას მათი ინტერესები და უფლებები.

დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ბიუროს ოფისს, ასევე დარეკოს ცხელ ხაზზე (032) 2 749 649, მოგვწეროს ელექტრონულ ფოსტაზე info@nbe.gov.ge ან მოგვწეროს ბიუროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.