მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღსრულების ბიურო აღმაშენებელზე მდებარე კომერციულ ფართს ₾2.6 მლნ-ად ყიდის

აუქციონი

აღსრულების ეროვნული ბიურო თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირის N80-ში არსებულ არასაცხოვრებელ ფართს ყიდის.

300.9 მ²-იანი კომერციული ფართი, საიდანაც 23.52 მ² ანტრესოლს, 277.38 მ² კი პირველ სართულსა და სარდაფს უჭირავს, ქონების ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე ამჟამად 2.6 მილიონ ლარადაა შეფასებული, აუქციონი კი 28 მარტს დასრულდება.

ფართი ამ დრომდე კაფე “ჩერი გასტრობარს” ეკუთვნოდა, რომლის მფლობელიც, საჯარო რეესტრის თანახმად, ირანის მოქალაქე და შპს “გოლდენ გრუპის” 100%-იანი წილის მფლობელი, ალირეზა ამირჰასსანხანია. ამირჰასსანხანმა ფართი 2018 წლის თებერვალში შეიძინა და იმავე დღეს იპოთეკით დატვირთა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები