მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9-11 აგვისტოს პერიოდში დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მატარებლები არ იმოძრავებს

62e7c0ffd305c
BM.GE
01.08.22 16:04
2534
საქართველოს რკინიგზის განცხადებით, 9, 10 და 11 აგვისტოს, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მატარებლები არ იმოძრავებენ. შეზღუდვა შეეხებათ სატვირთო მატარებლებსაც. მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია.

რკინიგზაში აცხადებენ, რომ მოძრაობა სრულად 12 აგვისტოდან განახლდება.

"მიმდინარეობს 249 მლნ დოლარის ღირებულების პროექტი, გამტარუნარიანობის გაზრდასა და უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ, შემცირდება სამგზავრო მატარებლების გადაადგილების დრო.

შენდება ახალი გვირაბები, სარკინიგზო ხიდები. მოგეხსენებათ, რომ იცვლება საკონტაქტო ქსელი, რეაბილიტაცია უტარდება რამდენიმე ქვესადგურს. მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ, მცირედით შემცირდება სამგზავრო მატარებლით გადაადგილების დრო. 12 აგვისტოდან მოძრაობა სრულად განახლდება", - განუცხადეს BMG-ის საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურში. 

შეგახსენებთ, რომ 25 ივლისიდან თბილისი-ბათუმის და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა, ახალი ტარიფები ასე ნაწილდება:

1. მეორე კლასი - 34 ლარი; <წინა ფასი ₾24>
2. პირველი კლასი - 74, ლარი; <წინა ფასი ₾60>
3. ბიზნეს კლასი - 124 ლარი; <წინა ფასი ₾99>.