მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

A და B კლასის ბიზნეს ცენტრები 90-100%-მდეა დატვირთული - Property Georgia

6253bc8433580
ლიკა გურაბანიძე
11.04.22 23:17
915
“პანდემიის შემსუბუქებასთან ერთად კომპანიები მუშაობის ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან. A და B კლასის ბიზნეს ცენტრები 90-100%-მდეა დატვირთული.” - ამის შესახებ BMG-ს Property Georgia-ს დამფუძნებელმა, ლიკა ქარდავამ განუცხადა.

მისი თქმით, თუკი კომპანიები 2020-2021 წლებში მეტწილად დისტანციურ ან ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობდნენ, ახლა მათი საოფისე სივრცეებში დაბრუნების ტენდენცია შეინიშნება.

“საოფისე ფართებში და ბიზნეს ცენტრებში თანამშრომლების დაბრუნების ტენდენციას რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული გარემოებებიც ემატება. საქართველოში საერთაშორისო კომპანიების მიგრაცია ხდება. საუბარია IT-კომპანიებსა თუ ქოლ-ცენტრებზე, რომლებიც საქართველოს, როგორც სამუშაო დანიშნულების ქვეყანას დროებით განიხილავენ. ეს საოფისე ფართებზე მოთხოვნის შექმნის ერთგვარი მასტიმულირებელია. სწორედ პანდემიის შემსუბუქებამ და საერთაშორისო კომპანიების თანამშრომლების მიგრაციამ, ბიზნეს ცენტრების დატვირთულობის ზრდა გამოიწვია.

ის ბიზნეს ცენტრები, სადაც ადგილები იყო დარჩენილი, სრულად დატვირთულია, ხოლო ახალ ბიზნეს ცენტრებზე მოთხოვნა მზარდია. აქ საუბარია, როგორც A და B კლასის სივრცეებზე, ასევე საერთო სამუშაო სივრცეებზეც.” - განმარტა Property Georgia-ს დამფუძნებელმა.

მისი თქმით, საერთო სამუშაო სივრცეებში ზოგიერთ შემთხვევაში მოთხოვნა გახუთმაგებულია. “საერთო სამუშაო სივრცეებიც სრულად დატვირთულია. რატომ? იმიტომ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში უკვე გარემონტებულ სივრცეებს ეძებენ, რასაც ქო-ვორქინგი ზუსტად პასუხობს.” - აღნიშნა ლიკა ქარდავამ.