მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აჭარა ჯგუფი" კულინარიული სკოლის გახსნას გეგმავს

5d9f54f051019
თათია ჩაფიჩაძე
11.10.19 09:50
4274
„აჭარა ჯგუფი“ კულინარიული სკოლის გახსნას გეგმავს. "აჭარა ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორის, ვალერი ჩეხერიას ინფორმაციით, სკოლა უახლოეს მომავალში ჯერ თბილისში, შემდეგ კი შესაძლოა ბათუმშიც გაიხსნას.

„საქმიანი დილის“ ეთერში ჩეხერიამ საქართველოში არსებულ სასტუმროებსა და რესტორნებში მომსახურების დაბალ დონეზე და ამ პრობლემის მოგვარების გზებზეც ისაუბრა.

„ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც წასულია საზღვარგარეთ და ამ სეგმენტში მუშაობს უნდა გავუკეთოთ შეთავაზებები და დავაბრუნოთ. ძალიან ბევრი კარგი კადრია, რომელიც ამ ეტაპზე მათ შორის დუბაისა და ბაქოს სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესშია დასაქმებული. თუმცა ეს არ არის საკამრისი, ჩვენ უახლოეს მომავალში კულინარიული სკოლის გაკეთებას ვაპირებთ იმისათვის, რომ „აჭარა ჯგუფს“ ჰყავდეს გადამზადებული კადრები და დავასაქმოთ ისინი თბილისსა და რეგიონებში.

თბილისში იგეგმება სკოლის გახსნა და შემდეგ ვნახოთ შეიძლება ბათუმშიც გავაგრძელოთ“ - განაცხადა ჩეხერიამ.