მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აჭარა ჯგუფი" წყალტუბოზე: ივანიშვილს თანხების მოზიდვა არ სჭირდება, რომ რაღაც განავითაროს

5db845e755147
ლიკა გურაბანიძე
04.11.19 00:01
12778
„ყველა მსგავს ინიციატივას მივესალმებით, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს და მითუმეტეს ბიზნესმენის მხრიდან, რომლის შესაძლებლობებიც რეალურად ვიცით და ვიცით, რომ თანხების მოზიდვა არ სჭირდება იმისათვის, რომ რაღაც განავითაროს,“ - ამის შესახებ BM.GE-ის „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ ბიძინა ივანიშვილის იმ გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა, რომლის თანახმად, ყოფილი პრემიერი მზადაა, წყალტუბოში 22 სასტუმრო და 9 აბანოს გამოისყიდოს, თუმცა დეტალები ამ დრომდე უცნობი რჩება.

„აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, წყალტუბოს ტურისტულად საინტერესო მდებარეობა აქვს.

„ბოლო რამდენიმე ხანია წყალტუბოზე პირდაპირ კვლევა არ გამიკეთებია, თუმცა ვხედავთ, რომ ასეთი ულამაზესი შენობები მიყრილია. პირადად მე, ინვესტიციას, ნებისმიერ განვითარებას ყოველთვის მივესალმები. უკვე კარგია, რომ ის, რაც აქამდე იდგა, განვითარდება. დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში რაც კი ვითარდება შემდეგ დამატებით ახალ ტურისტებს იზიდავს.

საქართველო თავისი კუთხეებით აქტიურია და თუ ვითარდება, შემდეგ ჩადის მომხმარებელი. ჩვენ როდესაც ყაზბეგში „რუმსს“ ვაკეთებდით ყველა მეკითხებოდა - ვინ ივლის ამ ადგილას?! ფაქტია, რომ დღეს სავსეა და ყველაზე მოთხოვნადია. ნებისმიერი სტაგნაციიდან გადასვლა იმაზე, რომ აქტიურად რაღაც განვითარდეს, მისასალმებელია. წყალტუბო ქუთაისთან ახლოს არის და ესეც მნიშვნელოვანია.  ამ დრომდე წყალტუბოს აბანოები ერთი კონკრეტული პირის ხელში იყო და არ ავითარებდა, ხოლო საბჭოთა კავშირში ტურისტებს სწორედ აბანოები იზიდავდა", - განაცხადა ჩეხერიამ.