მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის ბიუჯეტიდან 7,3 მლნ ლარი საკარანტინე სივრცეების მოწყობას და ტურიზმის სექტორს მოხმარდება

5ea854b180b27
BM.GE
28.04.20 20:20
917
აჭარის მთავრობამ რესპუბლიკურ ბიუჯეტში არსებული რესურსების მოძიება და მათი ეფექტურად ათვისების ინიციატივა განახორციელა, რომელიც არსებული გლობალური გამოწვევით არის განპირობებული.  ამის შესახებ აჭარის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება.

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 7,3 მილიონი ლარი მოქალაქეების საკარანტინო ზონებში განთავსებას და მათთვის სათანადო პირობების შექმნას მოხმარდება.

აჭარის მთავრობის დავალებით საკარანტინე სივრცეების მართვას აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი 6 აპრილიდან ახორციელებს. საკარანტინე ზონებისთვის ამ ეტაპზე 5 281 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო ბიუჯეტის ცვლილებისას საკარანტინე ზონებისთვის ჯამში 7 300 000 ლარია გათვალისწინებული. ამ ეტაპზე აჭარაში 28 საკარანტინე ზონაა.

სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობით და სასტუმროების მხრიდან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, სახელმწიფოს სასტუმროები საკარანტინე ზონების მოსაწყობად თვითღირებულების ფასში გადაეცა. საკარანტინე ზონებში დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და უზრუნველყოფილია უსაფრთხო გარემო.

ვირუსთან ბრძოლის პარალელურად, მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანების და ინდუსტრიის მდგრადობის შენართუნება. საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება სუბსიდირების და პროცენტის თანადაფინანსების პროგრამა.