მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დაივიწყეთ ბარსელონა და ბერლინი” - ბათუმი 2024 წლის TOP-20 ტურისტულ მიმართულებას შორისაა

ბათუმი

European Best Destinations-მა ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც, 172 ქვეყნის 1 მილიონზე მეტი მოგზაურის მიერ არჩეული ევროპის 2024 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებებია განხილული. მოგზაურები 500 სხვადასხვა ქალაქიდან მათთვის გამორჩეულს აძლევენ ხმას, შედეგებით კი TOP-20 დგინდება, რომელშიც წელს ბათუმიც მოხვდა და რეიტინგში მეხუთე ადგილი დაიკავა.

“დაივიწყეთ ბარსელონა და ბერლინი, ბათუმი გაცილებით უფრო გასაოცარი, ამაღელვებელი, ხელმისაწვდომი და ეგზოტიკურია.

აჭარის რეგიონი გამორჩეული დანიშნულებაა, თუ სიახლეს ეძებთ. ბათუმში დაგხვდებათ ევროპაში ყველაზე ხელმისაწვდომი ფასები და კარგად შემონახული ტრადიციული მემკვიდრეობა. სუბტროპიკული კლიმატის წყალობით, ბათუმს გამოარჩევს ბუნებრივი მწვანე საფარი. აქვე შეხვდებით მე-19 საუკუნის ბოტანიკურ ბაღს, რომელიც მდიდარია იშვიათი ჯიშის მცენარეებით. თავად ქალაქის შემოგარენში სამ ეროვნულ პარკს შეხვდებით, რომლებიც UNESCO-ს მიერაა აღიარებული.

ქალაქის არქიტექტურა მე-19 საუკუნეში ევროპელმა არქიტექტორებმა შექმნეს, როდესაც ბათუმი საპორტო ქალაქად იქცა. ბათუმი მშობლიური მხარეა სხვადასხვა კულტურისა და რელიგიის ხალხისთვის, სადაც მართლმადიდებლურ, კათოლიკურ თუ სომხურ ეკლესიებთან ერთად, მეჩეთები და სინაგოგები ჰარმონიაში თანაარსებობენ საუკუნეების განმავლობაში”, - წერს European Best Destinations-ი.

2024 წელს ევროპის TOP-20 ტურისტული მიმართულება:

  1. მარბელა, ესპანეთი
  2. მონაკო
  3. მალტა
  4. ჟენევა, შვეიცარია
  5. ბათუმი, აჭარის რეგიონი, საქართველო
  6. რიგა, ლატვია
  7. მადეირა, პორტუგალია
  8. ფლორენცია, იტალია
  9. ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
  10. რეიკიავიკი, ისლანდია
  11. ლეჟ-კაპ-ფერეტი, საფრანგეთი
  12. სიენა, იტალია
  13. პონზას კუნძული, იტალია
  14. პორტო-ვეჩიო, კორსიკა, საფრანგეთი
  15. შამპანურის ღვინის რეგიონი, საფრანგეთი
  16. ფაროეს კუნძულები, დანია
  17. სირმიონე, ლომბარდია, იტალია
  18. პირანი, სლოვენია
  19. ნიუკი, ინგლისი
  20. ტასოსი, ეგეოსის ზღვა, საბერძნეთი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები