მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში ₾150 მლნ-ის სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა - რიჟვაძე

6385d741aa347
BM.GE
29.11.22 14:12
511
2023 წელს სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით 150 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება და სპორტული ინფრასტრუქტურა ექვსივე მუნიციპალიტეტში აშენდება. ამის შესახებ, დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ განახლდება ყინულის არენის და საცურაო აუზის მშენებლობა და უკვე შემდეგი ორი წლის განმავლობაში სრულად დასრულდება აღნიშნული პროექტები.

"არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავგეგმეთ ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმართულებით. ჩვენს ამოცანას წარმოადგენს, რომ ერთის მხრივ იყოს ხარისხიანი და ასევე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა ყველა დონეზე ვუმასპინძლოთ და გავმართოთ საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები. მომდევნო წელს ჩვენ ვმასპინძლობთ ევროპის 21 წლამდელთა ფეხბურთის ჩემპიონატს და მნიშვნელოვანია, რომ რეგიონი და ქალაქი შესაბამისად მოემზადოს აღნიშნული ღონისძიების მასპინძლობისთვის. იწყება სარაგბო სტადიონების მშენებლობა ყველა მუნიციპალიტეტში. ასევე ერთ-ერთი პროექტი რომელიც მომდევნო წელს განხორციელდება იქნება ჭადრაკის სასახლის მშენებლობა“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

გუშინ შუახევის მუნიციპალიტეტში გაიხსნა FIFA-ს სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონი. დასკვნით ეტაპზეა პროექტირების სამუშაოები ქობულეთში ახალი სასპორტო კომპლექსის მშენებლობისთვის. ასევე, ხელვაჩაურში და ქედაში აშენდება ახალი სპორტული კომპლექსი და საფეხბურთო მოედანი