აჭარის მიმდინარე საინვესტიციო პორტფელი 4 მილიარდ ლარს შეადგენს, რეგიონში დამატებით 2000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა
აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ისაუბრა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2019 წლის 9 თვის განმავლობაში 43%-ით გაიზარდა აჭარაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და 112.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
"ჩვენი რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის საინვესტიციო პოლიტიკა და ეკონომიკური საკითხები, რომლის ოპერატიულად მოგვარების შედეგად რეგიონში ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები. წლის დასაწყისში, ვამბობდით რომ ახალი საინვესტიციო პორტფელი იქნებოდა 3 მილიარდი ლარი, დღეის მდგომარეობით ამ ნიშნულმა 4 მილიარდ ლარს მიაღწია. წელს აჭარაში დამატებით 2000 ახალი სამუშაო შეიქმნა.
გარდა საინვესტიციო პროექტებისა, რომელიც რეგიონში ხორციელდება, არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთაშორისო აღიარება.
მინდა შევეხო ბოლო პერიოდში მიღებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან აღიარებას. გამომცემლობა Forbes-მა ბათუმი 2020 წლისთვის საუკეთესო ევროპული საინვესტიციო ქალაქების ხუთეულში შეიყვანა. ეს ნიშნავს, რომ ამბიცია იმისა, რომ ბათუმი გამხდარიყო ხმელთაშუა ზღვისპირეთის ერთ-ერთი კონკურენტი ქალაქი, გადაიქცა რეალობად, ვინაიდან 2019 წელს ჩვენ ბათუმი გავხადეთ ევროპის სპორტული ქალაქი და მზარდი ტურისტული მიმართულება, გვქონდა ტურიზმის ოსკარი. მომავალი წელი კი იქნება ბათუმის საინვესტიციო ქალაქად აღიარების წელიწადი“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის