31.ოქტომბერი .2020 19:46

ადამ კინზინგერი: აშშ საქართველოს მიმართ იმედიანად არის

ადამ კინზინგერი: აშშ საქართველოს მიმართ იმედიანად არის
views 733
უკან

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი Twitter-ზე საქართველოში მიმდინარე არჩევნებს ეხმაურება. როგორც კინზინგერი წერს, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში გაყალბების და ხმების ყიდვის ადგილი არ არის.

„ვაკვირდები ჩვენს მოკავშირე საქათველოში არჩევნებს. მოვუწოდებ ყველას, ხმა მისცენ, სიმშვიდე შეინარჩუნონ და ხელი შეუწყონ პროცესის მუშაობას. გაყალბების, დაშინების და ხმების ყიდვის ადგილი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში არ არის. ჩვენი ქვეყნები ძლიერია, ასევე, ერთიანი. აშშ საქართველოს მიმართ იმედიანად არის“, – წერს ადამ კინზინგერი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა