მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში ჯანდაცვის მიმართულებით $245 მლნ დაიხარჯება

6357c3ac5faa8
BM.GE
25.10.22 16:07
476
ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში ჯანდაცვის მიმართულებით $245 მლნ დაიხარჯება. საქმე ეხება მსოფლიო ბანკის პროგრამას, რომელიც შესრულებული სამუშაოსთვის დახარჯული თანხის ანაზღაურებას ითვალისწინებს.

„ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტი, რომელიც მსოფლიო ბანკის პროგრამაა, ემსახურება მრავალმხრივი მიმართულებით ჯანდაცვის და სოციალური სექტორის მიმართულებას. აქცენტი კეთდება პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესებაზე, რაც ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის დონეზე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვას, ტელემედიცინის სისტემის განვითარებას, ასევე ოჯახის ექიმებისთვის გზამკვლევების შემუშავებას და დანერგვას, რაც საჭიროა ხარისხიანი სერვისების მიწოდებისთვის.

განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ჰოსპიტალური სერვისების გაუმჯობესებაზე, მათ შორის დიაგნოზთან შეჭიდული დაფინანსების მეთოდოლოგიის დანერგვა, რეფერენტული ფასების დანერგვაზე იმისთვის, რომ მეტად ხელმისაწვდომი გახდეს ხარისხიანი მედიკამენტები საქართველოს მოსახლეობისთვის. ეს არის კომპლექსური რეფორმის ნაწილი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიასთან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

bm.ge-ს კითხვაზე, რა მოცულობის რესურსია გათვალისწინებული ჯანდაცვის სამინისტროსთვის, გაბუნია პასუხობს, რომ 150 მლნ დოლარია ჯანდაცვის მიმართულებით, $95 მლნ კი სოციალური მიმართულებით.

“ეს არის ბიუჯეტის მხარდაჭერის სესხი, რაც ნიშნავს, რომ უწყებები გააგრძელებენ მუშაობას რეფორმის გეგმის შესაბამისად და შესრულებული სამუშაოს შემდეგ მოხდება ამ თანხის ანაზღაურება ქვეყნისთვის. ეს არის მეთოდი, რომელიც ითვალისწინებს შესრულებული სამუშაოსთვის თანხის ანაზღაურებას“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.