მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტირიფონის ბაღების” სამაცივრე მეურნეობა

BM.GE
16.06.23 11:31
199
საქსტატის მონაცემებით საქართველოში მოქმედი სამაცივრე მეურნეობების 70.3% სესხით სარგებლობს. ოფიციალური მონაცემებით, სამაცივრეების 53.4%-ს სესხი მხოლოდ ძირითადი კაპიტალისთვის აქვთ აღებული, 34.7%-ს - მხოლოდ საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 11.9%-ს - როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისათვის. 

გასულ წელს სამაცივრე მეურნეობების რაოდენობა 60-ით გაიზარდა და 333 ერთეული შეადგინა. მეურნეობაში უმრავლესობა 61.9% ქართლშია განთავსებული. წლის განმავლობაში მომსახურება 485 მომხმარებელს გაეწია, რაც 2021 წლის მაჩვენებელს მხოლოდ 14-ით აღემატება. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით იქნა შესყიდული, 920 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 2 169 კაცით განისაზღვრა.

ქვეყნის მასშტაბით მოქმედ სამაცივრე მეურნეობების დიდი ნაწილი ტექნოლოგიურად აღჭურვილია. მეურნეობაში 54.7% თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულადაა აღჭურვილი, 42.6% - ნაწილობრივ, ხოლო 2.7% თანამედროვე ტექნოლოგიებით საერთოდ არ არის აღჭურვილი. 


2020 წელს დაასრულა სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა “ტირიფონის ბაღების” დამფუძნებელმა ზურაბ გოჯიაშვილმა , რომელიც bmg-სთან ჰყვება, რომ სამაცივრე საცავის მოცულობა 1000 ტონაა. ჰოლანდიური ტექნოლოგიაა ამ მეურნეობაში გამოყენებული რაც იმას ნიშნავს, რომ დამახარისხებელი ხაზის სიმძლავრე საათში 5 ტონაა. ეს ხაზი ვაშლს ზომის, წონის, შეფერილი ზედაპირის მიხედვით ახარისხებს. რა სარგებელი მოჰყვება მაღალ ტექნოლოგიებს და რა საჭიროებაა სამაცივრე მეურნეობების?

სტუმარი: ზურაბ გოჯიაშვილი - შპს "ტირიფონის ბაღების" დირექტორი