მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB-იმ საქართველოს PCR ტესტების შესაძენად 400 ათასი ევრო გამოუყო

5ef489f11c7e4
BM.GE
25.06.20 15:30
926
აზიის განვითარების ბანკმა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოს 400,000 ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ADB ავრცელებს. ბანკის ცნობით, გრანტი ხელს შეუწყობს საქართველოს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას და შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას შეიძინოს სამედიცინო აპარატურა.

გრანტის თანხა მოხმარდება  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უახლესი აპარატურის შეძენას, ე.წ. PCR ტესტირებისთვის.

"გრანტი გამოიყო მიმდინარე ტექნიკური დახმარების ფარგლებში: 2019 წლის კორონავირუსის დაავადების გავრცელების პრევენციისა და სხვა გადამდებ დაავადებათა შესაძლო გავრცელების შეჩერების რეგიონული ხელშეწყობა. გრანტის თანხა დაემატება კოვიდ-19-ის აქტიური საპასუხო და ხარჯვითი დახმარების (CARES) პროგრამის ფარგლებში ბანკის დირექტორთა საბჭოს მიერ 2020 წლის 28 მაისს დამტკიცებულ $100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხს, რომელიც საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს მთავრობას და დააფინანსებს მის კომპლექსურ ანტიკრიზისულ გეგმას.

სამედიცინო აღჭურვილობა და პროგრამული და ტექნიკური უზღუნველყოფა მნიშვნელოვანწილად გაზრდის ქვეყნის შესაძლებლობებს სწრაფად ჩაატაროს ვირუსზე ტესტირება, და ასევე, საგრძნობლად შეამცირებს სამედიცინო პერსონალზე დატვირთვას ლუგარის ცენტრში (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი), სადაც ქვეყანაში ჩატარებული ყველა PCR ტესტების 70%-ზე მეტი ტარდება,"- ნათქვამია ADB-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.