დღეიდან კარანტინის ვადა საქართველოში მცირდება.
ამ დრომდე კარანტინის ხანგრძლივობა 12 დღე იყო, დღეიდან კი 8 დღემდე შემცირდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება ერთი კვირის წინ, მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
„ვამცირებთ დროს იმისთვის, რომ დისკომფორტი შევამსუბუქოთ. 8 დღის შემდეგ ჩატარდება PCR ტესტი და მე-9 დღეს, ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მოქალაქე დატოვებს საკარანტინე სივრცეს. მოქალაქეებს, ასევე, ექნებათ ვალდებულება, მე-12 დღეს კვლავ ჩაიტარონ PCR ტესტი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ გასულ კვირას.
ინფორმაციისთვის: თავდაპირველად კარანტინის ხანგრძლივობა 14 დღე იყო.