მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Adobe კომპანია Figma-ს $20 მილიარდად ყიდულობს - ინვესტორები გარიგებით უკმაყოფილონი არიან

632b091310ced
გიორგი ბერუაშვილი
22.09.22 01:00
853
პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიაში წარმოდგენილმა ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ბრენდმა Adobe-მ კომპანია Figma-ს შეძენა დააანონსა, რამაც ინვესტორების უკმაყოფილება გამოიწვია.

ინვესტორების ეს რეაქცია განპირობებული იყო იმ ფასით, (20 მლრდი დოლარი) რომლის გადახდასაც Adobe-ს ხელმძღვანელობა Figma-ს სანაცვლოდ აპირებს.

უნდა აღინიშნოს, რომ Adobe-ს პროდუქტების სია საკმაოდ მრავალფეროვანია: ფოტოგრაფია, ილუსტრატორები, ანიმაცია, მულტიმედია, პრინტები, Adobe Photoshop, Adobe Illustrator, დოკუმენტის წამკითხველი პროგრამა - PDF და კიდევ სხვა არაერთი აპლიკაცია ქმნის კომპანიის პორტფელს, რომელსაც, დიდი ალბათობით, დაემატება Figma-ც.

რაც შეეხება კომპანია Figma-ს, ეს 2016 წელს დაფუძნებულია, რომელიც მომხმარებლებს დიზაინის აპლიკაციას დამატებითი offline ფუნქციებით სთავაზობს. კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული სლოგანის მიხედვით კი კომპანიის მიზანია დიზაინი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. UI/UX დიზაინის გარდა, კომპანია გრაფიკული დიზაინისა და მონაცემთა ვიზუალიზაციის შესაძლებლობებსაც იძლევა.

გარდა Figma-ს შესყიდვის გადაწყვეტილებისა, Adobe-მ 15 სექტემბერს კვარტალური შედეგები გაასაჯაროვა. მესამე კვარტლის მონაცემების მიხედვით კომპანიამ რეკორდული მოცულობის შემოსავალი - 4.43 მილიონი დოლარი მიიღო. ეს არის 13%-იანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამავდროულად კომპანიამ 5.1 მილიონი აქცია გამოისყიდა, რაც, თავისთავად, პოზიტიური სიახლეა.

ერთი შეხედვით, ფინანსური შედეგები, აქციების გამოსყიდვის პოლიტიკა და Figma-ს შეძენა პოზიტიურად უნდა ყოფილიყო მიღებული ინვესტორების მხრიდან, თუმცა მათმა არაერთგვაროვანმა და ნეგატიურმა რეაქციებმა კომპანიის აქციების ფასი ერთი კვირის ჭრილში დაახლოებით 22%-ით შეამცირა. თუკი ერთი კვირის წინ, კომპანიის კვარტალური ანგარიშის წარდგენამდე კომპანიის ერთი აქცია 371 დოლარად ივაჭრებოდა, დღეის მონაცემებით ერთი აქციის შეძენას 291 დოლარად მოახერხებთ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინვესტორების უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფასმა, რომლის გადახდასაც Adobe კომპანია Figma-ს სანაცვლოდ აპირებს. ექსპერტების მოსაზრებით 20 მილიარდი დოლარი ძალიან დიდი თანხაა კომპანიისთვის, რომელმაც 2021 წელს მხოლოდ 51 მილიონი დოლარის შემოსავლის მიღება მოახერხა.

ამგვარად კომპანიის საუკეთესო ფინანსური მაჩვენებლები გადაფარა იმ დაანონსებულმა სიახლემ, რომელიც Figma-ს შეძენას უკავშირდებოდა. ფაქტია, რომ უახლოეს დღეებში გავიგებთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს Adobe-ს ხელმძღვანელობა. დღევანდელი მდგომარეობა კი შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა კომპანიის აქციები 20%-იანი ფასდაკლებით შესაძენად.


საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.