მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადრე ერთი ავტომობილიდან მოგება $1 000 გვქონდა, დღეს $400 გვაქვს - ავტოიმპორტიორები

620ba53d17ef3
ანუკა ჯოხაძე
16.02.22 09:00
1030
ქვეყანაში მეორადი ავტომობილები გაძვირდა - ამის შესახებ BM.GE-თან ავტოიმპორტიორი კომპანიები საუბრობენ, რომლებიც ამბობენ, რომ ფასები 2019 წლის ნიშნულთან შედარებით საშუალოდ 15-დან 25%-მდეა გაზრდილი.

ავტოიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელი ამბობს, რომ ავტოიმპორტიორებს დღეს ბაზარზე არსებული ფასებიც მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე აქვთ შენარჩუნებული.

მისი თქმით, მეორად ავტომობილებზე ფასების ზრდა ძირითადად ტრანსპორტირების ხარჯისა და ავტოსერვისის მომსახურების გაძვირებამ განაპირობა.

“იმდენად არის გაზრდილი ტრანსპორტირებისა და ავტოსერვისის ხარჯი, რომ იმ ფასებზე ნაკლების ფასის დადება, რაც დღეს გვაქვს მოცემული, შეუძლებელია. პანდემიამდე თუ ერთი ავტომობილიდან 1000 დოლარიან მოგებაზე გადიოდი, დღეს მოგება 400 დოლარი გრჩება. ფასები კი გაზრდილია მეორად ავტომობილებზე, თუმცა ხარჯი გვაქვს გაზრდილი. ფასები, რომ შევამციროთ მივდივართ ზარალში, გავკოტრდებით,”-ამბობს ავტოიმპორტიორთა კავშირის თავჯდომარე ლაშა დარბაისელი.

ცნობისთვის, საქსტატის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში იმპორტოთ 1,1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილების იმპორტი განხორცილდა, ხოლო 2021 წელს ეს მაჩვენებელი 898 მილიონი აშშ დოლარი იყო.

ამასთან, იმპორტირებული ავტომობილების დიდი წილი რეექსპორტით სხვადასხვა ქვეყანაში გადის, მათ შორის 2019 წელს რეექსპორტმა 732 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2021 წელს 456 მლნ აშშ დოლარი.