მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადვილად აალებადი და ფეთქებადი მასალების რეგულაციის ამოქმედება 1 წლით გადავადდა

6051d9462c72f
ვიქტორია მღებრიშვილი
17.03.21 14:50
1273
თბილისის ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ადვილად აალებადი, ფეთქებადი და მტვრევადი მასალების რეალიზაციის წესის ამოქმედება 1 წლით გადავადდა.

როგორც დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი ხმალაძემ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რეგულაცია პანდემიის გამო შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2021 წლის 1 იანვრიდან არ ამოქმედდა.

„მტვრევადი და აალებადი მასალების რეფორმა პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა პანდემიის გავლენით ნეგატიური ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რეგულაცია ერთი წლით გადავავადეთ.

ეს გარკვეულწილად მგრძნობიარე რეფორმაა, რადგან პირდაპირ წვრილ მეწარმეებს ეხება, შესაბამისად, მისი გადავადება მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, ვინაიდან ეკონომიკური ეფექტი ისედაც მძიმეა და მეწარმეებისთვის ამ რეგულაციის ახლა ამოქმედება მტკივნეული იქნებოდა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ და დასძინა, რომ 2022 წლიდან რეგულაციის ამოქმედების შემდეგ მასში გათვალისწინებული იქნება ის ეტაპები, რომლებიც გარკვეული სავაჭრო ობიექტების რეგულაციასთან მორგებას გულისხმობს.

მისივე ინფორმაციით, ელიავას ბაზრობის გეგმარებასთან დაკავშირებით ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამ ეტაპზე პროექტზე მუშაობს.

"ელიავას ბაზრობის ახალ გეგმარებასთან დაკავშირებით ტენდერი გამოვაცხადეთ. დღეისათვის გამარჯვებული კომპანია ელიავას ბაზრობისა და მიმდებარე ტერიტორიის მოდერნიზაციის პროექტს აგეგმარებს", - აღნიშნა ვიცე-მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები