მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ევროკავშირი არ ცნობს - ჰარცელი

622ceab069745
BM.GE
12.03.22 22:42
966
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში, ე.წ. საპარლამენტო არჩევნების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

"ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში, 2022 წლის 12 მარტს ჩატარდა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოებს, რომელშიც ის გაიმართა.

ევროკავშირი გააგრძელებს მისი არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ამ მხრივ სრულად ჩართულია",- ამბობს ჰარცელი.