მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა

5f742fe7653ed
BM.GE
30.09.20 11:12
864
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა, ამასთან, 2020 წლის პირველ რვა თვეში ეკონომიკური ვარდნა 5.6% იყო. 

"2020 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, გარდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა, სადაც ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში. 

ზრდაზე ნეგატიური გავლენა იქონია ექსპორტის მოცულობის 14.7%-იანმა კლებამ. ასევე შემცირებულია დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა, რამაც გასულ თვეში 6.9 მილიარდი ლარი შეადგინა. 2019 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 7%-ით არის შემცირებული. 

4.4%-ით არის შემცირებული ახალრეგისტრირებული კომპანიებს რაოდენობაც და ის 3183-ს შეადგენს.