მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ალდაგში" ავტომობილის დაზღვევა ნახევარ ფასად არის შესაძლებელი

5ec2c7961ead0
ნინი ლონგურაშვილი
18.05.20 22:55
1295
"ალდაგში" მანქანის დაზღვევა ნახევარ ფასადაა შესაძლებელი. "ავტო ოპტიმუმი" – ეს არის "ალდაგის" ახალი პროდუქტი, რომელიც ავტომობილის ყველა რისკისგან განახევრებულ ფასად დააზღვევის საშუალებას იძლევა.

"ავტო ოპტიმუმი" მანქანის მძღოლებს ისეთი რისკებისგან აზღვევს, როგორიცაა: ავტოსაგზაო შემთხვევა, ხანძარი, აფეთქება, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი, სტიქიური მოვლენები, სეტყვა, მიწისძვრა, საგნების ვარდნა, გარეგანი დაზიანება, აქსესუარების დაზიანება.

“ძალიან დიდი გამოწვევა იყო ახალი პროდუქტების შექმნა, როცა ქვეყანაში ხდება კრიზისი და არის ტურბულენტობა. როგორც ბიზნესმა, ადეკვატური პროდუქტები უნდა გამოვიტანოთ ბაზარზე. დავიწყეთ ძალიან აქტიურად ახალ პროდუქტებზე ფიქრი. ამისთვის, რითეილ სექტორისთვის შევქმენით ავტომობილების დაზღვევაზე “ავტო ოპტიმუმი”. ეს არის ავტომობილების დაღვევის პროდუქტი, რომელიც ფარავს ყველა რისკს.

ეს პროდუქტი მოიცავს ყველა რისკს, რაც არსებობს ავტომობილების დაზღვევაზე, ეს არის სტიქიური უბედურება, შეჯახება, ქურდობა/ყაჩაღობა თუ სხვა და რაც მთავარია, აქ არის ფასი 50%-ით ნაკლები, ანუ ნახევარ ფასად გვაქვს ბაზარზე პრიდუქტი “ავტო ოპტიმუმი”. 500 ლარამდე არის ფრანჩიზა, 500 ლარის ზემოთ ყველა ზარალი იფარება და ამან მოგვცა საშუალება ფასი შეგვემცირებინა.” – აღნიშნა “საქმიანი დილის” ეთერში “ალდაგის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა.