სადაზღვევო კომპანია "ალდაგში", ავტო დაზღვევის ზაფხულის კამპანია დაიწყო. მომხმარებელი, რომელიც ავტომობილს "ალდაგში" 30 სექტემბრამდე დააზღვევს, ექსკლუზიურად, ზაფხულის კამპანიის ფარგლებში შედგენილ სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებს.
სასაჩუქრე ნაკრებში, მომხმარებელს ავტომობილის მოვლისთვის საჭირო მრავალფეროვანი პროდუქტი დახვდება, რომელიც შექმნილია კომფორტისთვის და მძღოლებს საკუთარ მანქანაზე ზრუნვის შესაძლებლობას მისცემს;
„ზაფხული ყველაზე აქტუალური პერიოდია დაზღვევისთვის. ავტო დაზღვევა, მძღოლებს შესაძლებლობას აძლევს ისეთი მნიშვნელოვანი საფიქრალისგან გათავისუფლდნენ, როგორიცაა ავტომობილთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ხარჯები. წელს, განსხვავებული ფორმით ვეცადეთ მომხმარებლები ჩაგვერთო კამპანიაში და შევთავაზეთ სასაჩუქრე ნაკრები, რომელიც მძღოლების საჭიროებებზეა მორგებული და დაეხმარება მათ, უკეთესად იზრუნონ საკუთარი ავტომობილის სისუფთავეზე“, - აცხადებენ "ალდაგში".
"ალდაგის" ავტო დაზღვევით სარგებლობა და ავტომობილის რისკებისგან დაცვა ნებისმიერ მძღოლს შეუძლია, იგი ისეთ რისკებს ფარავს, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.
"ალდაგის" ავტო დაზღვევას მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევაც მოყვება, რომელიც მძღოლს გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დაიცავს იმ შემთხვევაშიც, თუ ის სხვის მანქანას დააზიანებს, რაც ნიშნავს, რომ მესამე პირის ავტომობილის აღდგენის ხარჯებსაც ალდაგი უზრუნველყოფს.დააზღვიე ავტომობილი ალდაგში და მიიღე სასაჩუქრე ნაკრები.