მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალექსანდრე ბლუაშვილი: 2020 წლის პირველ 9 თვეში სააქციო კაპიტალის მოცულობა განახევრებულია

5fd34717c551a
ლიკა გურაბანიძე
11.12.20 21:00
918

III კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 23.6%-ი შემცირდა. როგორც “საქმიან დილაში” თიბისის მაკროფინანსური ანალიზის განყოფილების უფროსმა ალექსანდრე ბლუაშვილმა თემაზე კომენტირებისას განაცხადა, 2020 წლის პირველ 9 თვეში სააქციო კაპიტალის მოცულობა განახევრებულია.

“პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემები მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდა. პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა III კვარტალში დაახლოებით 300 მლნ დოლარი შეადგინა. რასაც ჯამურად თუ შევხედავთ ეს პატარა მაჩვენებელი არ არის, თუმცა საგულისხმოა საქმე რა ტიპის შემოდინებებთან გვაქვს და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კომპოზიცია როგორია.

2020 წლის პირველ 9 თვეში სააქციო კაპიტალის მოცულობა განახევრებულია, ხოლო ამავე პერიოდში რეინვესტირების მაჩვენებელი დაახლოებით 9%-ით შემცირებულია.

სექტორებად თუ შევხედავთ შედარებით დიდი შემცირება იყო სასტუმროებსა და რესტორნებში, ასევე ტრანსპორტში და კავშირგაბმულობაში, ხოლო ზრდა დაფიქსირდა საფინანსო სექტორში. მაგალითად როგორიც არის სამთო-მომპოვებლური მრეწველობის დარგები, ძირითადად ეს არის რეინვესტირებული შემოსავლები. ხოლო რაც შეეხება სასტუმროებს და რესტორნებს, ასევე კავშირგაბმულობას აქ ბუნებრივია ამჟამინდელი კრიზისი დიდ გავლენას ახდენს", - განაცხადა ბლუაშვილმა.

მისივე თქმით, FDI-ს შემცირება თითქმის ყველა რეგიონიდან ფიქსირდება. ამასთან, შედარებით ნაკლებია ვარდნა ევროკავშირიდან (16%-ით) - "ხოლო დსთ-ს ქვეყნებს თუ შევხედავთ, აქ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაში მეტი ვარდნაა (67%)", - დასძინა მან.