29.იანვარი .2020 19:10

“Alter Socks”-ის ბრენდის ქვეშ ქართული ფერადი წინდები აზერბაიჯანში გაიყიდება

views 487
უკან

ბელარუსი არის პირველი საექსპორტო ბაზარი, სადაც ჩვენი წარმოების წინდები "Alter Socks"-ის ბრენდის ქვეშ იყიდება, - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანია "Alter Socks"-ის დამფუძნებელმა რეზი ბესელაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, კომპანიის მიერ წარმოებული წინდები სხვადასხვა კონტინენტზე გადის ექსპორტზე, თუმცა ამ ბრენდის ქვეშ ქართული წინდები პირველად, 2019 წლის ბოლოს ბელარუსში გავიდა.

"სომხეთი, აზერბაიჯანი, საფრანგეთი, გერმანია, ბელარუსი, ამერიკა, კორეა - ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც ჩვენი წინდები იყიდება, თუმცა აქამდე ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილი იყო სხვადასხვა მაღაზიაში, ხოლო ბელარუსი არის პირველი ქვეყანა, სადაც ჩვენი მაღაზიის პირველი ფილიალი გაიხსნა", - განაცხადა რეზი ბესელაშვილმა.

კომპანია ამ მიმართულებით გაჩერებას არ აპირებს და მოლაპარაკებებს აზერბაიჯანში აწარმოებს იმისთვის, რომ მოხდეს მათი ბრენდის უცხო ბაზრებზე პოპულარიზაცია.

"ჩვენ ამ დროისთვის მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ აზერბაიჯანთან. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანში წინდების ექსპორტი ისედაც ხორციელდება, გვინდა რომ უშუალოდ ჩვენი ბრენდის პოპულარიზაცია მოხდეს. შემდგომ პერიოდში ბაზრების გაფართოების შედეგად ვგეგმავთ, რომ "Alter Socks"-ი საერთაშორისო ბრენდად იქცეს, რაც მომავალი სამი წლის განმავლობაში გვაქვს დაგეგმილი", - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

მისივე ინფორმაციით, 2019 წელს კომპანიის პროდუქციის გაყიდვაში ექსპორტს 35%-იანი წილი უკავია, მაშინ როდესაც 2018 წელს ეს მაჩვენებელი 10%-ს შეადგენდა.

"ზოგადად გვინდა, რომ ჩვენი გაყიდვების 60-70% ექსპორტზე მოდიოდეს, ვინაიდან წინდა საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და შეგვიძლია როგორც ონლაინ მომსახურების საშუალებით მიწოდება, ასევე ბრენდი უკვე მზად არის რომ ფრენჩაიზით გაიყიდოს და ჩვენი მაღაზიების მსგავსი მაღაზიები გავხსნათ სხვადასხვა ქვეყანაში", - აღნიშნა რეზი ბასელაშვილმა.

ცნობისთვის, დამფუძნებლებმა საკუთარი ინვესტიციით კომპანია "Alter Socks" 2016 წლის მარტში დააფუძნეს და ქართული თემატიკის დიზაინით წინდების წარმოება დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა