მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ დღეებში თბილისში ვაქცინაციის ცენტრები დაემატება - გამყრელიძე

61015b6116424
ინგა მურუსიძე
28.07.21 17:43
453
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში თბილისში ვაქცინაციის ცენტრები კიდევ დაემატება. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ეს იქნება „ჰუალინგშიც“ და სხვაა დგილებშიც.

„ამ დღეებში კიდევ მეტი ვაქცინაციის ცენტრი დაემატება. კარგია, რომ მოთხოვნა თბილისში მეტია, ვიდრე - მიწოდება. აცრების 50% მოდის თბილისზე, ხოლო მოთხოვნა არის 70%, 20%-იანი გეპი გვაქვს და ამას უახლოეს მომავალში ამოვავსებთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, NCDC-ს ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ვაქცინაციის სავალდებულოობა არ განიხილება. ის დარწმუნებულია, რომ მედიკოსები აიცრებიან.