ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე კომპანიებისგან წინა წლებში მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების გადახდას ითხოვს, მაშინ როდესაც, 2010 წლის დეკემბერში მიღებული “საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების” შესახებ კანონის თანახმად, ამ კომპანიებს დღგ-ისა და მოგების გადასახადების 0%-მდე შემცირება შეუძლიათ.
ამ თემაზე bm.ge გასულ წელსაც წერდა. კერძოდ, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ვირტუალური ზონის პირის სტატუსით 1,000-ზე მეტი იურიდიული პირი დარეგისტრირდა, რომელთაც საგადასახადო პრაქტიკის მიხედვით, არ მოეთხოვებოდათ უშუალოდ საქართველოში დასაქმებულთა ყოლა და უშუალოდ საქართველოს ტერიტორიიდან მომსახურების გაწევა. თუმცა გასულ თვეს შემოსავლების სამსახურმა საკუთარი პრაქტიკა რადიკალურად შეცვალა და კომპანიებისგან წინა წლებში მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების გადახდა დაავალა.
„ჩვენს ასოციაციაში შემოსული საქმეებით თუ ვიმსჯელებთ ეს არის 4-5 მლნ ლარზე მეტის ჯარიმა“, - განაცხადა გადაცემა „Forbes კვირაში“ საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის თავმჯდომარემ, შორენა კოპალეიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, მხოლოდ 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში ამ ინდუსტრიისგან 24 მლნ ლარი შევიდა. 2011-2021 წლებში კი მთლიანობაში ასობით მლნ ლარის გადასახადი გადაიხადა. მისივე თქმით, ბოლო ათი წლის განმავლობაში ამ სტატუსის მქონე კომპანიებთან მიმართებაში არ ყოფილა არანაირი შეკითხვა. შესაბამის კანონმდებლობაშიც არ შეტანილა ცვლილება, ამიტომაც ახლა შემოსავლების სამსახურის მხრიდან პრაქტიკის შეცვლა გაუგებარი და სამწუხაროა. „ამ კანონის [საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების” შესახებ კანონი] მიზანი იყო ინვესტორების მოზიდვა. ეს ასეც მოხდა, მოვიზიდეთ ინვესტორები, თუმცა ახლა მათი შენარჩუნება ჭირს“, - დასძინა მან.
ვირტუალური ზონის პირების შესახებ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა რომან ბუღაძემ ჯერ კიდევ გასულ თვეს ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურმა საკუთარი პრაქტიკის შეფასებისას აღმოაჩინა, რომ მათ ვირტუალური ზონის პირების შემოწმება არცერთხელ არ აქვთ ჩატარებული, საკითხის უფრო დეტალურად გაანალიზებით კი გაირკვა, რომ ქვეყანაში ამ სტატუსით რეგისტრირებული 1,025 კომპანიიდან ფაქტობრივად არცერთი არ ახორციელებს უშუალოდ საქართველოს ტერიტორიიდან უცხოეთში ციფრული სერვისების მიწოდებას, კანონში კი ნათქვამია, რომ ამ სტატუსის მქონე კომპანიამ მომსახურება უშუალოდ საქართველოს ტერიტორიიდან უნდა გასწიოს.
საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა უწყებასა და ასოციაციასთან ამ საკითხის მოგვარებისთვის, მათ შორის ბიზნეს ომბუდსმენთანაც.
„ასევე, ვთანამშრომლობთ ევროპის ბიზნეს ასოციაციასთანაც, ვინაიდან ჩვენი ბენეფიციარების უმეტესი ნაწილი ევროპელი ინვესტორია. ძალიან რთულია ავსტრიელი, გერმანელი, ჰოლანდიელი ინვესტორისთვის იმის ახსნა, რომ სახელმწიფო მოულოდნელად ათი წლის შემდეგ ცვლის პოზიციას.
ვგეგმავთ დამატებითი შეხვედრის მოწყობას და იმედს ვიტოვებთ, რომ შემოსავლების სამსახურის და გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან იქნება მზაობა, ვინაიდან ჩვენი ამოცანაა არა მხოლოდ ამ საკითხზე დავა, არამედ მისი გადაჭრა“, - განაცხადა შორენა კოპალეიშვილმა და დასძინა, რომ მათი ასოციაციის მიზანია სახელმწიფოსთან დიალოგის დამყარება და მათთან მსჯელობა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ ჯარიმების გაუქმება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი