თანამდებობა დატოვეს შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსებმა - ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად TV პირველმა გაავრცელა.
ცნობა მიხეილ მაღლაკელიძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ bm.ge-ს შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
ასევე, ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშიც დაადასტურეს და გვითხრეს, რომ ახალი უფროსის წარდგინება ორშაბათს მოხდება.
მიზეზი არც ერთ უწყებაში არ განუმარტავთ.
TV პირველის ცნობით, მიხეილ მაღლაკელიძე და ლევან ხარაბაძე თანამშრომლებს გუშინ გვიან ღამით დაემშვიდობნენ.
მედია წერს, რომ ორივე მათგანი გადადგომის ოფიციალურ მიზეზად ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს.
ცნობისთვის, მიხეილ მაღლაკელიძე პოსტზე 2026 წლის 27 აპრილს დაინიშნა.
რაც შეეხება ლევან ხარაბაძეს, ის პოსტზე 2026 წლის 1-ელ მაისს დაინიშნა. იქამდე უწყებას მიხეილ მაღლაკელიძე ხელმძღვანელობდა.
























