შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა დავით თამაზაშვილმა თანამშრომლებს ახალი პირველი მოადგილე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი ლევან ხარაბაძე წარუდგინა.
უწყება წერს, რომ დავით თამაზაშვილმა ლევან ხარაბაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ცნობისთვის, ლევან ხარაბაძემ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა (შემოსავლების სამსახურის უფროს მიხეილ მაღლაკელიძესთან ერთად) 12 სექტემბერს დატოვა.
ლევან ხარაბაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად 2026 წლის 1 მაისს დაინიშნა, სადაც მან მიხეილ მაღლაკელიძე შეცვალა, რომელიც, თავის მხრივ, შემოსავლების სამსახურის უფროსად გადავიდა.
საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობამდე ლევან ხარაბაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მანამდე იგი სახელმწიფო რწმუნებული იყო ჯერ შიდა ქართლში, ხოლო მოგვიანებით ქვემო ქართლში.
























