მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში საცხოვრებელი სახლიდან 27 608 ლარის უაქციზო სიგარეტი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

სიგარეტი

თბილისში, საცხოვრებელი სახლიდან 27 608 ლარის უაქციზო სიგარეტი ამოიღეს. დაკავებულია ერთი პირი.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელების 4 930 კოლოფი სიგარეტი. ამოღებული პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 27 608 ლარს შეადგენს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები