მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავაჭრო ობიექტიდან ამოღებულია ₾28 ათასის უაქციზო სიგარეტი და ₾100 000-ზე მეტი თანხა - დაკავებულია 1 პირი

სიგარეტი
03.11.26 10:36
• 141

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სავაჭრო ობიექტში სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტს ინახავდა, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდა.

"ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტიდან ამოღებულია 4 243 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო ღირებულება 28 040 ლარს შეადგენს, ასევე ამოღებულია სიგარეტის რეალიზაციის შედეგად მიღებული 100 000 ლარზე მეტი ფულადი თანხა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე -200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები