მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon ელექტრომობილებზე გადადის

5d84a1406be51
მიხეილ ხაჩიძე
23.09.19 00:10
1525

ამერიკული კომპანია Amazon გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში ერთვება. ამ მიზნით კონცერნმა გადაწყვიტა უახლოეს მომავალში ელექტროავტომობილიები გამოიყენოს.

როგორც Amazon-ის ხელმძღვანელმა ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, მათ უკვე დაუკვეთეს 100.000 ელექტრო მობილი, რითაც პროდუქციის მიტანა განხორციელდება. 



პირველ ელექტრო ავტომობილებს კომპანია 2021 წლიდან მიიღებს. 2030 წლამდე კი, ქსელში ასეთი 100.000 მანქანა ეყოლებათ. კომპანიამ დაკვეთა ამერიკულ ფირმა Firma Rivian-ს მისცა, რომელიც პროდუქციას მიჩიგანში აწარმოებს. პროექტი 440 მილიონი დოლარი ჯდება.

 

ამას გარდა, ჯეფ ბეზოსი სხვა დიდ და ცნობილ კომპანიებსაც მოუწოდებს, ინიციატივას შეუერთდნენ და გარემოს დაცვასა და გადარჩენაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.



აღსანიშნავია, რომ 2030 წლიდან "ამაზონის" რეგენერაციული ენერგიის მოხმარებაზეც გადადის. პროექტში კომპანია 100 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციას დებს.