მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამბიცია უნდა გვქონდეს, რომ ციფრული ტრანსფორმაციის კუთხით რეგიონში ლიდერები ვიყოთ - სონღულაშვილი

62680630cbe7f
BM.GE
26.04.22 20:33
633

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა მონაწილეობა მიიღო კერძო-საჯარო დიალოგში „ციფრული ტრანსფორმაციის კონცეპტუალური მოდელი საქართველოსთვის“.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, სონღულაშვილმა საჯარო სექტორის მოდერნიზაციისთვის ხელისუფლების ერთიანი მიდგომის მნიშვნელობაზე, ეფექტურ და გამჭვირვალე მმართველობასა და მოქალაქეებზე ორიენტირებულ რეფორმებზე ისაუბრა.

„საქართველოს უნდა ჰქონდეს ამბიცია და აქვს ამის სრული შესაძლებლობა, რომ ციფრული ტრანსფორმაციის  მიმართულებით რეგიონში ლიდერები ვიყოთ. კერძო სექტორის მხარდაჭერით ეს შესაძლებელი გახდება. ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების, მაღალტექნოლოგიური ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა, მაგალითად, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო/სატრანზიტო მიმართულებით, გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში საქართველოს კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების საწინდარია. ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი დაწყებულია ძალიან აქტიურად. ის პროგრამები და ინფრასტრუქტურა, რომელიც რეგიონებში ხორციელდება  ამას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და ადასტურებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არის მზაობა პროცესი დაჩქარებულად იყო დაძრული“, - განაცხადა სონღულაშვილმა.