მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ამბროლაურის სოფლები მომავალ წელს სრულად გაზიფიცირებული იქნება” - გუბერნატორი

60a7e69593351
ანუკა ჯოხაძე
21.05.21 23:00
1730
“ამბროლაურის მინიციპალიტეტის სოფლები მომავალ წელს სრულად გაზიფიცირებული იქნება ”- ამის შესახებ BM.GE-ის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პარმენ მარგველიძემ განუცხადა. როგორც მარგველიძე ამბობს, ამ ეტაპზე ამბროლაურის რაიონის კონკრეტულ სოფლებში ქსელის გაყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ამბროლაურის სოფლების გაზიფიცირება დაიწყო, 40% საშეშე მერქნის დაზოგვა მოხერხდა.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა ონის მუნიციპალიტეტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში სამუშაოებს უფრო მეტი დრო დასჭირდება.

“ამბროლაურის მუნიციპალიტეტი თითქმის სრულად არის გაზიფიცირებული. დარჩენილია სოფლები, რომლის გაზიფიცირებაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს. ახლა მიდის ქსელის გაყვანის სამუშაოები, შემდეგ დაიწყება გამრიცხველიანება და დარჩება ქსელში ჩართვა. ამბროლაურის რაიონში ყველა სოფელი, რომელიც ამ ეტაპზე გაზიფიცირების მოლოდინშია, სავარაუდოდ მომავალ წელს სრულად იქნება ათვისებული. რაც შეეხება ონის მუნიციპალიტეტს, აქ 4 წლის წინ დაიწყო პირველად გაზის შეყვანა.აქაც ამ ეტაპზე სოფლებში მიმდინარეობს ქსელის გაყვანა. ონის მუნიციპალიტეტში სოფლების მნიშვნელოვანი ნაწილის გაზიფირება სავარაუდოდ 2 წელიწადში დასრულდება.”- ამბობს რაჭა-ლეჩხულ ქვემო სვანეთის გუბერნატორი პარმენ მარგველიძე.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი BM.GE-თან საუბარში ასევე აცხადებს, რომ მიმდინარე წელს ლეჩხუმსა და ქვემო-სვანეთში ბუნებრივი აირის შეყვანის მიზნით საპროექტო სამუშაოების დაწყება იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები