მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკაში, Balenciaga-ს ბუტიკებში კრიპტოვალუტით გადახდა იქნება შესაძლებელი

628b7375f26af
მარიამ ადამია
24.05.22 00:30
804
მოდის კონგლომერატ Kering-ის კუთვნილი ამერიკული ბუტიკ-ბრენდი - Balenciaga, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სასურველი ნივთი კრიპტოვალუტით შეიძინონ. ამის შესახებ ინფორმაციას WWD ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კრიპტოვალუტით გადახდა, პირველ ეტაპზე, მხოლოდ ნიუ-იორკში, ბრენდის ფლაგმანურ მაღაზიებში და ასევე კომპანიის ვებგვერდზე - balenciaga.com-ზე იქნება შესაძლებელი, თუმცა მოგვიანებით, ბრენდი კრიპტოვალუტით გადახდის შესაძლებლობის გაფართოებას სხვა საერთაშორისო ბაზრებზეც გეგმავს. WWD-ის თანახმად, თავდაპირველად Balenciaga-ს ბუტიკები მხოლოდ ორ ვალუტას - ბიტკოინსა და ეთერიუმს მიიღებენ. ეტაპობრივად კი, მათი რაოდენობაც გაიზრდება და მეტად მრავალფეროვანი გახდება.

„Balenciaga კრიპტოვალუტით ანგარიშსწორებაზე გრძელვადიან პერსპექტივაში ფიქრობს, ხოლო ციფრული ვალუტის ღირებულების რყევები ჩვენთვის ახალი არაა და არ გვაშინებს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Kering-ის კონგლომერატის კიდევ ორი ბრენდი - Gucci და Tag Heuer, კრიპტოვალუტით ანგარიშსწორებას დაიწყებს. კერძოდ, მაისის ბოლოდან, Gucci-ის მაღაზიების მომხმარებლებს ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკში, ატლანტასა და ლას-ვეგასში, ბიტკოინით, ეთერიუმით, ლაიტკოინით და სხვა კრიპტოვალუტებით გადახდის შესაძლებლობა ექნებათ.