მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად დაეცა

კრიპტო ბიტკოინი

რეკორდული შედეგის დაფიქსირების შემდეგ, ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად დაეცა.

ამჟამად ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ 420 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ერთ კვირაში 5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

თითქმის 9%-ით დაეცა ბიტკოინის ღირებულება ის ამჟამად 66,000 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $1.3 ტრილიონის ფარგლებშია.

რაც შეეხება ეთერიუმს, რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოაქტივის ფასი 3,250 დოლარს შეადგენს, რაც 11.3%-ით შემცირებული მაჩვენებელია, მისი კაპიტალიზაცია კი $388 მილიარდს შეადგენს.

კრიპტოაქტივების ფასების შემცირება პირდაპირ კავშირშია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კონფლიქტის ესკალაციასთან და ისრაელის წინააღმდეგ ირანის მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან, რაც რეგიონში გეოპოლიტიკური დაპირისპირების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები