ბოლო მონაცემებით, გლობალური კრიპტობირჟის ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია $3.39 ტრილიონია, რაც წლის დასაწყისიდან თითქმის 4%-იანი ზრდაა. მსოფლიოში დღეს 18 მილიონზე მეტი კრიპტოვალუტა არსებობს, მაგრამ ამ აქტივების სრული უმეტესობა, ანუ თითქმის 100%, არათუ სარგებელს არ ქმნის, არამედ არც ლეგიტიმურ პროექტად შეიძლება ჩაითვალოს. სანაცვლოდ, მეორე მხარეს დომინანტს ვხვდებით — ბიტკოინს, რომელიც $2.2-ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციით ბაზრის 64.2%-იან წილს იკავებს.
კრიპტოინდუსტრიაში ვითარება იმდენად დაუბალანსებელია, რომ ათი უდიდესი კრიპტოვალუტის ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია $3.1 ტრილიონის ტოლია, ანუ ბაზრის 91.4% სწორედ ათ წამყვან ვალუტაზე მოდის. ამ ჩამონათვალში ინდუსტრიაში საკმაოდ სახელგანთქმული და მნიშვნელოვანი მოთამაშეები ხვდებიან, მათ შორის ბიტკოინი და ეთერიუმი, ასევე Tether-ის USDT, Ripple-ის XRP და Binance-ის BNB. დღეს, მსოფლიოს ათ უდიდეს კრიპტოვალუტას გაგაცნობთ.
1 — ბიტკოინი
ფასი: $109,500
კაპიტალიზაცია: $2.2 ტრილიონი
გამომშვები: სატოში ნაკამოტო
2 — ეთერიუმი
ფასი: $2,590
კაპიტალიზაცია: $313.6 მილიარდი
გამომშვები: ეთერიუმის პროტოკოლი
3 — USDT
ფასი: $1
კაპიტალიზაცია: $86.7 მილიარდი
გამომშვები: Tether
4 — XRP
ფასი: $2.28
კაპიტალიზაცია: $135.1 მილიარდი
გამომშვები: Ripple Labs
5 — BNB
ფასი: $661
კაპიტალიზაცია: $93.2 მილიარდი
გამომშვები: Binance
6 — Solana
ფასი: $155
კაპიტალიზაცია: $83.2 მილიარდი
გამომშვები: სოლანას პროტოკოლი
7 — USDC
ფასი: $1
კაპიტალიზაცია: $61.7 მილიარდი
გამომშვები: Circle
8 — TRON
ფასი: $0.28
კაპიტალიზაცია: $26.9 მილიარდი
გამომშვები: Tron DAO
9 — დოჯკოინი
ფასი: $0.17
კაპიტალიზაცია: $26.1 მილიარდი
გამომშვები: დოჯკოინის პროტოკოლი
10 — ADA
ფასი: $0.60
კაპიტალიზაცია: $21.5 მილიარდი
გამომშვები: Cardano