მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Citigroup-მა ბიტკოინის სამიზნე ფასი $113,000-მდე გაზარდა

ბიტკოინი

ამერიკულმა ფინანსურმა გიგანტმა, Citigroup-მა ბიტკოინისა და ეთერიუმის 12-თვიანი პროგნოზები მკვეთრად გაზარდა.

უახლესი ანგარიშის მიხედვით, ბანკის ანალიტიკურმა დეპარტამენტმა ბიტკოინის სამიზნე ნიშნული $82,000-დან $113,000-მდე, ხოლო ეთერიუმის მოსალოდნელი ფასი $2,240-დან $3,028-მდე გაზარდა.

Citi-ის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კრიპტოაქტივების ბაზარზე გაზრდილ აქტივობას, მხარდამჭერ მაკროეკონომიკურ გარემოსა და ინსტიტუციური ინვესტორების მხრიდან ინტერესის გაძლიერებას უკავშირდება.

ბანკის ანალიტიკოსების შეფასებით, ინვესტორები და საბროკერო კომპანიები ბიტკოინში ინვესტიციებს ეტაპობრივად გაზრდიან, რადგან კრიპტოაქტივმა მოახერხა ფინანსურ სამყაროში თავის დამკვიდრება და ალტერნატიული აქტივების პერსპექტიულ კლასად ჩამოყალიბება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები