მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AllTrust Express – კრიპტოვალუტის შეძენის უფრო სწრაფი და მარტივი გზა

alltrust
03.11.26 13:49
• 363

საქართველოში მოქმედმა ერთ-ერთმა უმსხვილესმა კრიპტოგადამცვლელმა, AllTrust.me-მ ახალი სერვისი – Express წარადგინა, რომელიც მომხმარებლებს კრიპტოვალუტის შეძენის პროცესის გამარტივებასა და დაჩქარებას სთავაზობს.

ახალი პროდუქტი საქართველოს მოქალაქეებსა და ბინადრობის ნებართვის მფლობელებს საშუალებას აძლევს, გაიარონ სწრაფი იდენტიფიკაცია და კრიპტოვალუტა სულ რამდენიმე წუთში შეიძინონ.

Express-ის მთავარი უპირატესობა ვერიფიკაციის გამარტივებული პროცესია. ტრადიციულად, კრიპტოვალუტის შეძენისას მომხმარებელს შესაძლოა დამატებითი საიდენტიფიკაციო პროცედურების გავლა და დიდი დროის დახარჯვა მოუწიოს. ახალი სერვისი კი ამ პროცესის მაქსიმალურად გამარტივებაზეა ორიენტირებული: იდენტიფიკაციისთვის საკმარისია პირადი ნომრის შეყვანა და ერთჯერადი SMS კოდით მისი დადასტურება.

Express-ის მეშვეობით ვერიფიკაციის პროცესი დაახლოებით 3 წუთში სრულდება, ხოლო კრიპტოვალუტის ყიდვის მთლიანი ოპერაცია მაქსიმუმ 10 წუთს მოითხოვს.

“დიდი ხანი გვინდოდა, კრიპტოვალუტის ყიდვის პროცესიდან ლოდინის ელემენტი გაგვექრო. ეს პროცესი ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის მსგავსად მარტივი უნდა იყოს. Express-ის საშუალებით ეს უკვე შესაძლებელია: მომხმარებლები ირჩევენ ვალუტას, ადასტურებენ პირად ნომერსა, ტრანზაქციას და მორჩა“, — განაცხადა გიორგი ავეტისოვმა, AllTrust.me-ის დამფუძნებელმა.

კომპანიის ხელმძღვანელის შეფასებით, სერვისი განსაკუთრებით პრაქტიკული შეიძლება აღმოჩნდეს იმ ადამიანებისთვის, რომელთა საქმიანობაც კრიპტოაქტივებთან არის დაკავშირებული და რომლებსაც ციფრულ აქტივებზე სწრაფი წვდომა სჭირდებათ. მათ შორის არიან: ფრილანსერები, მეწარმეები და ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც საერთაშორისო ანგარიშსწორებისთვის ხშირად იყენებენ USDT-ს ან სხვა კრიპტოვალუტებს. ასეთ შემთხვევებში ტრანზაქციის სისწრაფე მნიშვნელოვანი ფაქტორია, ხოლო გამარტივებული ვერიფიკაცია მომხმარებელს დროის დაზოგვის შესაძლებლობას აძლევს.

Express ხელსაყრელი არჩევანია იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც ციფრულ აქტივებზე სწრაფი წვდომა ან კრიპტოს ყიდვა სჭირდებათ. სერვისი უკვე ხელმისაწვდომია AllTrust.me-ის ოფიციალურ ვებსაიტზე, alltrust.me-ზე, და კომპანიის მობილურ აპლიკაციაში.

ცნობისთვის, AllTrust.me საქართველოს ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე საქმიანობს (ლიცენზიის ნომერი: N0010-9404). კომპანია მომხმარებლებს კრიპტოვალუტების შეძენისა და გაყიდვის სხვადასხვა არხს სთავაზობს.

ციფრული პლატფორმების გარდა, კომპანიის მომსახურების სერვისების მიღება შესაძლებელია ოფისებში: თბილისში, ბათუმსა და რუსთავში, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე სადღეღამისო პუნქტში.

AllTrust.me ბიზნესკლიენტებისთვისაც ავითარებს ციფრულ აქტივებთან დაკავშირებულ ფინანსურ ინფრასტრუქტურას. კომპანიის შეთავაზებაში შედის: კრიპტოვალუტით გადახდების დამუშავება, კრიპტოინვოისების შექმნა, კონვერტაციის სერვისები, კასტოდიანური ინფრასტრუქტურა და საერთაშორისო გადარიცხვები, რომელთა ფარგლებში დოლარსა და ლარში ანგარიშსწორება იმავე დღეს არის შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები