მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის ფასმა 81,000 დოლარს გადააჭარბა

ბიტკოინი კრიპტო

კრიპტობირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ისევ გრძელდება - დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 81,000 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო მისმა შეფასებამ $1.65 ტრილიონს მიაღწია, რაც ერთ კვირაში 26%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

რაც შეეხება ეთერიუმს, ის ამჟამად დაახლოებით 2,500 დოლარად ივაჭრება, რაც 30%-იან ზრდას წარმოადგენს.

კრიპტოაქტივების ზრდა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გრძელვადიანი სახელმწიფო ობლიგაციების გამოსყიდვის მოცულობის გაორმაგებას უკავშირდება. ობლიგაციების გამოსყიდვის თაობაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციების მოგებიანობა და დოლარის კურსი შემცირდა, რამაც ინვესტორები ალტერნატიული აქტივებისკენ გადაამისამართა.

ამასთან, საკანონმდებლო დონეზე კრიპტოსექტორის მხარდაჭერის ინიციატივით გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც თეთრ სახლში გამართულ კრიპტოკონფერენციაზე კონგრესს შესაბამისი კანონპროექტის, Clarity Act-ის დროული მიღებისკენ მოუწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები