მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეთერიუმის ფასმა 3,100 დოლარს გადააჭარბა – რატომ ძვირდება კრიპტოაქტივები?

ეთერიუმი კრიპტო

საერთაშორისო კრიპტობირჟაზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია გრძელდება - ინდუსტრიის საერთო შეფასება ამჟამად 2 ტრილიონ დოლარს აჭარბებს, რაც 2021 წლის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.

მკვეთრადაა გაზრდილი რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოაქტივის, ეთერიუმის ღირებულება, რომლის ფასი ამჟამად 3,100 დოლარს აჭარბებს, რაც ერთ კვირაში დაახლოებით 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამჟამინდელი მონაცემებით, ეთერიუმის კაპიტალიზაცია 372 მილიარდ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება ბიტკოინს, მისი ფასი მყარად ინარჩუნებს 51,300-დოლარიან ნიშნულს, საბაზრო ღირებულება კი $1 ტრილიონის ფარგლებშია.

ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების გაძვირება პირდაპირ კავშირშია იმ საბაზრო ტენდენციასთან, რომელიც ამერიკულ საფონდო ბირჟაზე ფიქსირდება. მოგეხსენებათ, Nasdaq-ის და Dow Jones-ის ინდექსებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწიეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კაპიტალის ბაზარზე მაღალი აქტიურობა შეინიშნება და ინვესტორების ინტერესი შედარებით სარისკო აქტივების, მათ შორის, კრიპტოვალუტების მიმართაც იზრდება.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებაზე გადართვას გეგმავს. რეფინანსირების განაკვეთის შემცირება კი, მოგეხსენებათ, საფონდო ბირჟისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბიტკოინის ETF-ების დამტკიცებამ კრიპტოაქტივების მიმართ ინსტიტუციური ინვესტორების ინტერესის ზრდა გამოიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები